LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაშინიანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გააგზავნის

225
2BED2833-8226-46E9-9D78-8306B5C317BD

სომხური მედიის ცნობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გააგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას: გაერო

„ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის მომართვისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების, მათ შორის გარე ჩარევის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები ქვეყანაში არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ყაზახეთი ღირებული პარტნიორია – ვგმობთ ძალადობის ფაქტებს: აშშ-ს განცხადება

აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. ორგანიზაცია 1999 წელს დატოვა საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა.

ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები