ფასდაკლებებზე შოპინგი ორგანიზმში დიდი რაოდენობით ენდორფინს გამოყოფს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ “სეილების” მახეს თავს თითქმის ვერც ერთი ადამიანი ვერ აღწევს და ის იგივე დამოკიდებულებას იწვევს როგორც ალკოჰოლი, ნარკოტიკი თუ საკვები. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი შოპოჰოლიკი არ არის, ფასდაკლებებისთვის გვერდის ავლა უჭირს და ხშირად გადაწყვეტილებას ზედმეტი ფიქრის გარეშე იღებს.
მართალია, სასურველი ნივთის შეძენა პოზიტიური ემოციების მოზღვავებას იწვევს, თუმცა მოგვიანებით მსგავსად სხვა დამოკიდებულებისა ადამიანს სინანული და დანაშაულის გრძნობა ეუფლება. ამიტომ, ისეთი დღეები, როგორიცაა შავი პარასკევი თუ წინა სადღესასწაულო ფასდაკლებები – განსაკუთრებით საშიშია და თავის შეკავებას უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება.