დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურში ახალი რესტორანი “გუდა” გაიხსნა.
რესტორანმა გახსნის პირველ დღესვე მიიქცია ყურადღება ანტისაოკუპაციო ინტერნეტისა და პაროლის საინტერესო კომბინაციით.
Wifi-ს სახელი: აფხაზეთისაქართველოა, ხოლო პაროლი: სამაჩაბლო საქართველოა.
თან ამას რესტორანში შესული ყველა კლიენტი გაიგებს, რადგან ეს ყველაფერი მენიუზე საკმაოდ მკაფიოდ წერია.
“ფეისბუქმომხმარებლებმა” იდეა მოიწონეს. მათი უმეტესობა წერს, რომ მენიუ და ინტერნეტი სწორედ ასეთი უნდა იყოს.