LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფარული ვნების“ ვარსკვლავი, კრისტინა ლილი, რომელიც ქიმიოთერაპიის კურსს გადის, პირველად გამოჩნდა

138
9807574

59 წლის კრისტინა ლილი, რომელიც სერიალ „ფარული ვნების“ მეორე სეზონშიც მონაწილეობდა, ამჯერად ისევ სიმსივნის მძიმე დიაგნოზს ებრძვის. მსახიობმა ჯერ კიდევ გადაღებების დასრულებისთანავე განაცხადა, რომ დიაგნოზი ისევ დაუდასტურდა და ამჯერად ის მკურნალობის კურსს გადის.

მსახიობისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, რადგან კრისტინა დაავადებასთან აქტიურად უკვე მესამედ  იბრძვის. ამჯერად მან გამომწერებს სოციალური ქსელით მიმართა. კრისტინა ლილი პირდაპირ ეთერში გადაპარსული თმით გამოჩნდა, გამხნევებისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა და თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

კრისტინა ლილი სერიალში „ფარული ვნება“ ორივე სეზონში გაბრიელა ელისონდოს როლს ასრულებს.

„ფარული ვნების“ ვარსკვლავს, კრისტინა ლილის სიმსივნის დიაგნოზი მესამედ დაუსვეს

„ფარული ვნება 2“ და ხუანის მემკვიდრეები  – გაიცანით ახალი ძმები რეიესები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები