LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელება – ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხვაზე მივიდა

218
801

პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების თაობაზე, ჟურნალისტი ელისო კილაძე, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.

მისი განცხადებით, „ფეისბუქზე” მისთვის უცნობმა ადამიანმა მისი ერთ-ერთი პოსტის ქვეშ კომენტარი დაწერა, რომლის თანახმად ვიდეო-პორტალ youtobe-ზე ატვირთული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. კილაძის თქმით, ამის შემდეგ მან შსს-ს შეატყობინა.

შეგახსენებთ, ინტერნეტში დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი, კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა. ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, მოზარდი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები