LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხება

87

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მირზა სუბელიანი გამოიკითხება.

როგორც “ფორტუნას” პროკურატურაში განუცხადეს, გამოკითხვა პროკურატურის გამომძიებლების მიერ, უკვე დაწყებულია.

ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, დავით ცუხიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები