LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანას გასანადგურებლად შესაძლოა მისი ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ

129

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაძლოა, ქვეყანაში მწერის ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ. ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერები ამ საკითხებზე იმუშავებენ. სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 10 მილიონი ლარით მეტს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები