LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავეს

114

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სსიო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს” ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურმა ასევე, პასუხისგებაში მისცა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.

დაკავებულებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მოწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე ჩაატარეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები