LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარისებრი ჯირკვლის კიბო – სიმპტომები, რომლის დროსაც უცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა – ენდოკრინოლოგი თამარ კუპრეიშვილი

50
თამარ-კუპრეიშვილი

2 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემა „პულსი“კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს – 4 თებერვალს მიეძღვნა და ექიმ-ენდოკრინოლოგს, ქალბატონ თამარ კუპრეიშვილს უმასპინძლა, რომელმაც ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ყველაზე არააგრესიულ დაავადებაზე – ფარისებრ ჯირკვალზე ისაუბრა.

– ქალბატონო თამარ, რას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის კიბო და როგორია სტატისტიკური მონაცემები?

– ბოლო ათწლეულში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შემთხვევები მთელ მსოფლიოში გახშირდა, რაც პირველ რიგში, ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარმა ავარიებმა განაპირობა, რადგან ისედაც დაბინძურებული გარემო კიდევ უფრო დაბინძურდა რადიოაქტიური იზოტოპებით. სწორედ იმუნური სისტემის დაქვეითება და მიკროელემენტების დისბალანსის განვითარება იქცა ფარისებრი ჯირკვლის, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მთავარი მიზეზი.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს მეტწილად იოდის დეფიციტი იწვევს. სამწუხაროდ, პლანეტის მოსახლეობის მესამედი იოდის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, ამავე პრობლემის წინაშე იყო  საქართველოც, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონები. თუმცა, 2017 წელს იუნისეფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელმაც სასკოლო ასაკის ბავშვები გამოიკვლია, საქართველო იოდით ადეკვატურად მომარაგებულ ქვეყნად ჩაითვალა. მსგავსი შედეგი 2005 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების დამსახურებაა, როცა აიკრძალა არაიოდიზირებული მარილის გაყიდვა.

იოდის დეფიციტი იწვევს დიფუზური ანუ კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევების 80%-ს. კვანძი – შემოსაზღვრული უბანია ფარისებრ ჯირკვალში, რომელიც ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილებისგან განსხვავდება. კვანძების არსებობისას დაავადება  80%-ში არასიმსივნურია, 15%-ში კეთილთვისებიანი სიმსივნეა და მხოლოდ 5%-შია ავთვისებიანი. აღსანიშნავია, რომ დაავადება ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაშიც კეთილსაიმედო მიმდინარეობითა და პროგნოზით ხასიათდება. ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი კერის ანუ კვანძის ზომის (1 სანტიმეტრზე ნაკლები – მიკროკარცინომა, 1 სანტიმეტრზე მეტი – მაკროკარცინომა) დადგენა, რადგან რაც უფრო მცირეა კვანძი, მით უფრო საიმედოა პროგნოზი.

– რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ყოველთვის უსიმპტომოდ ვითარდება და ჯანმრთელობასაც შეუმჩნევლად აზიანებს. ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რიცხვი ასაკის მატებასთან  ერთად იზრდება, ქალებში დაავადება უფრო ინტენსიურად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა მამაკაცებში უფრო ხშირია ავთვისებიანი სიმსივნის რისკი, ამიტომ აუცილებელია სკრინინგის სულ მცირე წელიწადში ერთხელ ჩატარება.

– საინტერესოა, რატომ ავადდებიან ქალბატონები უფრო ხშირად?

– მართალია, გადაჭრით არაფრის მტკიცება არ შეიძლება, თუმცა არსებობს თეორია, რომ პრემენოპაუზის პერიოდში დიფუზური ანუ გადიდებული ჩიყვის რიცხვი იზრდება, ასაკის მატებასთან ერთად კი, პირიქით მცირდება. სავარაუდოდ, ჩიყვის წარმოქმნას ჰორმონალური დისბალანსი იწვევს.

– ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტები საზღვარგარეთ ამჯობინებენ მკურნალობას. რა მეთოდები არსებობს საქართველოში ჩიყვის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის?  

– ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევაში ნამდვილად არაა საჭირო საზღვარგარეთ გამგზავრება, რადგან საქართველოში უმაღლესი დონის სპეციალისტები გვყავს, დაავადების დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდები კი, თანამედროვე გაიდლაინებთანაა ადაპტირებული.

– დაავადების მკურნალობის რა მეთოდებით ხელმძღვანელობს თანამედროვე ენდოკრინოლოგია?

– სიმსივნის შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურად ოპერაცია ითვლება, სიმსივნის ზომის გათვალისწინებით შესაძლოა საჭირო გახდეს რადიოთერაპიაც, მერე კი, მედიკამენტური მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებისთვის.

– რამდენად შესაძლებელია დაავადებისგან თავის დაცვა?

– როგორც აღვნიშნეთ ფარისებრ ჯირკვალს მეტწილად იოდის დეფიციტი იწვევს. მართალია, საქართველოში მსგავსი პრობლემა აღარ დგას, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში, განსაკუთრებით ორსულებში მაინც საჭირო ხდება იოდით პროფილაქტიკა, თუმცა არსებობს დაავადებას კიდევ ერთი მიზეზი – ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის აუტოაგრესია, რომლის მკურნალობა შედარებით რთულია. მსგავსი პათოლოგია თავ-კისრის დასხივების შემთხვევაში ვითარდება, თუმცა ამგვარი გართულებებისგანაც შეიძლება თავის დაცვა რენტგენის დროს კისერზე საყელოს მორგებით.

– რას ურჩევთ პაციენტებს?

– პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სიმპტომებს. საერთო სისუსტის და დაღლილობის, შფოთვისა და დეპრესიის, ოფლიანობის, წონის მატებისა და კლების, თმის ცვენის, ფრჩხილების მტვრევისა და ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა.

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები