ამერიკულმა კომპანიამ Faraday Future პირველი სერიული მოდელის ვიდეო თიზერი გამოაქვეყნა. კომპანია ახალი ავტომობილის საჯარო პრემიერას 3 იანვარს ლას-ვეგასში გეგმავს. ,,ლამაზმანის’’ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მოლოდინები დაახლოებით იგივეა, რაც Tesla-ს ავტომობილების შემთხვევაში – ახალი ტექნოლოგიები და ელექტროძრავი.
როგორც ჩანს, მწარმოებელი Tesla-ს კონკურენციისთვის ემზადება.
შესაძლოა ამ მოდელში გამოყენებული იქნეს საფირმო ბატარეები LG Chem, რომელზეც Faraday Future-მა მოლაპარაკებები LG-სთან უკვე დაასრულა.
როგორც ვიდეო-თიზერით ირკვევა, ახალი მოდელი ქროსოვერი უნდა იყოს.
გთავაზობთ ვიდეოს:
რაც შეეხება სხვა მოდელს, პირველი კონცეპტუალური სუპერქარიც FFZERO1 2016 წლის იანვარში გამოჩნდება. ელექტროქარი აღჭურვილი იქნება 1000 ცხენის ძალის სიმძლავრის გამწევით, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ იქნება.