ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში “დღის თემა” ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა და არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციის შანსები შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება გარდაუვალია.
„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გვაქვს ის, რომ დომინირებს ოპოზიციაში რადიკალური ოპოზიციური პარტია- „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ჩრდილის ქვეშ მყოფნი.
როგორც პირველი ტურის შედეგების ანალიზით, ასევე სხვა ობიექტური სოციოლოგიური კვლევებით წარმოუდგენელია, რომ ნიკა მელიამ მიაღწიოს რაიმე წარმატებას.
ნიკა მელიამ წარმოადგინა ბარიერგადაულახავი ხოშტარია ვიცე-მერად, ასევე საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიურად აღქმული მამუკა ხაზარაძე და სხვები…
ნინო ბურჯანაძე შესყიდვების სამსახურის უფროსად-ეს არის ტრაგიკომუკური, არარეალიზებული, ასევ ვთქვათ ილუზია, რომელიც დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბრმა მხარდამჭერების ილუზიებში.
ფაქტია, რომ კახა კალაძე გაიმარჯვებს და ეს ვითომ მრავალპარტიული, კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტი დარჩება ნაციონალური მოძრაობის ილუზიათა კოლექციაში,“-განაცხადა გია აბაშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.