LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტია, რომ ასეთი რისკები არსებობს“ – გიორგი კახიანი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

138
BeFunky-collage

„ფაქტია, რომ ასეთი რისკები არსებობს,“ – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კახიანი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას.

თემაზე კახიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა რისკები თავიდან აიცილოს.

პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, რჩება მისი მოშორების გეგმა – „ხალხის ძალა“

„ბუნებრივია, ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად რისკებზე, მე კონკრეტულად ვინმესკენ თითი არ გამიშვერია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი რისკები არსებობს.

როგორ სურათს ვხედავთ ჩვენ? ხელისუფლება ერთი მხრივ მონდომებულია, უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მაგრამ ამ სურათში შესაძლებელია იყვნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც ეს არ შედიოდეს. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას, ან რაიმე მძიმე შედეგის დადგომას, შეიძლება მოჰყვეს, არეულობა, დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ცვლილების მცდელობები იქნება აუცილებლად.

ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფრისთვის იყოს მზად. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმეზე თვალი დავხუჭოთ, თუნდაც, მცირეოდენი რისკიც რომ არსებობდეს.

თუ ასეთი რისკი არსებობს, რომ ვინმეს ინტერესში შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმება, ბუნებრივია, ეს რისკები ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამორიცხოს,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები