საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. წინ მხოლოდ ერთი მატჩია, ზეგ სტუმრად სერბეთს ვეთამაშებით.
საქართელომ უელსთან 0:1 წააგო.
ეს შეხვედრა მეხუთე იყო ამ გუნდების დაპირისპირებაში. წინა ოთხი შეხვედრიდან საქართველომ სამი მოიგო და ერთხელაც ფრედ ითამაშა.
ანუ ისე გამოვიდა, რომ უელსმა პირველად მოგვიგო.
… შესარჩევ ტურნირში საქართველოს ჯერ თამაში არ მოუგია, შედეგი ასეთია: 5 ფრე და 3 მარცხი.
… შესარჩევში საქართველომ ჩატარებული 5 საშინაო მატჩიდან 2-ჯერ ითამაშა ფრედ (მოლდოვა, ირლანდია) და 3-ჯერ დამარცხდა (ავსტრია, სერბეთი, უელსი).
… საქართველოს ნაკრები უელსთან წაგებამდე ზედიზედ 5 მატჩი იყო დაუმარცხებელი: 2 გამარჯვება და 3 ფრე. „ჯვაროსნების” რეკორდი ზედიზედ 10 წაუგებელი მატჩია. ეს მიღწევა გუნდმა 2010-11 წლებში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით დააფიქსირა – 5 მოგება და 5 ფრე.
… სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველომ 17-ჯერ ითამაშა (ამხანაგური მატჩების ჩათვლით), რომელთაგან 3 მოიგო, 7-ჯერ ფრედ ითამაშა, 7 კი წააგო.
…ზედიზედ 16 მატჩია საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში არ მოუგია. ჩვენებმა ბოლო გამარჯვება 2012 წლის 7 სექტემბერს, – თბილისში ბელარუსთან 1:0 მოიპოვეს.
… ამ შესარჩევში ყველაზე მეტი გოლი ვაყო ყაზაიშვილს აქვს გატანილი – 3.
… საქართველოს უელსისთვის რომ გაეტანა, ეს იქნებოდა ჩვენი გუნდის 50-ე გოლი მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე.
…საქართველოს უელსისთვის რომ მოეგო, ეს გუნდის მე-10 გამარჯვება იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე.
… ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გუნდის ისტორიაში ყველაზე გამოცდილ მოთამაშეთა შორის მე-5 ადგილზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა. კანკავამ „ჯვაროსნების” მაისურით 67-ედ ითამაშა.
… გურამ კაშიამ ნაკრების ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელთა ათეულში შევიდა. კაშიას აქტივში 58 სანაკრებო მატჩია. მეათე ადგილზე მყოფ ლევან ცქიტიშვილსაც 58-ჯერ უთამაშია ნაკრებში.