Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ფანჯრებში დავანთოთ სანთლები, დავრჩეთ სახლში,ერთმანეთისთვის!” – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფანჯრებში დავანთოთ სანთლები, დავრჩეთ სახლში,ერთმანეთისთვის!” – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

236
BeFunky-collage (4)

ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესახებ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ აღდგომის ღამეს დიდ ეკლესიებში მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას, პატარა ტაძრებში კი ეზოში განაწილდეს.

ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის მზადება მიმდინარეობს. მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების ნაწილის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩაივლის, ნაწილი კი ეკლესიებში მრევლს ელოდება და  დისტანციის და უსფრთხოების ზომების დაცვის პირობას დებს.

ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, გავიგოთ, გავითავისოთ, თორემ გვექნება უდიდესი მსხვერპლი – პაატა იმნაძე

ძალიან გავბრაზდი სამსახურში, რომ მივდიოდი, თუ არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ამ ომს ვერ მოვიგებთ – რატიანი

თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 „კოვიდ“ პაციენტი – ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზი

თუ არ გავითავისებთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს, ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს – ენდელაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, ხელისუფლება, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ ჰეშთეგით #დარჩისახლში #ერთმანეთისთვის!.

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში ვრცელდება სპეციალური მიმართვაც.

”მოგესალმებით, მეგობრებო!
დღეს ჩვენ აღმოვჩდით ურთულესი განსაცდელის წინაშე! ერი და ბერი ებრძვის უჩინარ მტერს, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო.
ყოველი დღე ახალი ბრძოლაა, ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს ყველამ ერთად დავანთოთ სანთლები ჩვენს ფანჯრებში და ვახაროთ ერთმანეთს – ქრისტე აღდგდა!

დარჩი სახლში! ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის!” – ნათქვამია ფეისუბუქ-ღონისძიების ავტორთა განცხადებაში.

ემოციური ფოტო: “ასე აჭმევს Covid-19-ით დაინფიცერებულ ჩვილს ანესთეზიოლოგი, რომელსაც თავისი 2 შვილი თვეზე მეტია არ უნახავს”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები