25 დეკემბრის დღის თემა მარია მაგდალინელის სახელობის ტაძარში სამეფო ოჯახის წევრების გამოჩენა გახდა. პირველად საზოგადოების წინაშე სამეფო ოჯახთან ერთად პრინც ჰარის რჩეული, მეგან მარკლის გამოჩნდა, რომელიც საშობაო წირვაზე ქეით მიდლტონს უმშვენებდა გვერდს. ინტერნეტში ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი უამრავი ფოტო გამოჩნდა. მსოფლიოს წამყვანმა ფოტოგრაფებმა ბრიტანელი მონარქები ყველა შესაძლო რაკურსით გადაიღეს, თუმცა ყველა კადრს რიგითი ფანის მიერ აიფონით გადაღებულმა ფოტომ აჯობა. ეს ერთადერთი ფოტოა საშობაო ლიტურგიიდან, სადაც პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ერთ კამერაში იყურებიან და იღიმებიან.
ფოტოს ავტორი კარენ მერდოკია, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრების ყურადღება ყვირილით მიიქცია.