ფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილი 45-წლამდე ასაკისაა. ის „რესპუბლიკურ საავადმყოფოშია“ გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიები მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.