LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fall in Love: „შანელის“ 2018/19 შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

353

„შანელის“ ახალი კოლექციის ჩვენების შემდეგ კარლ ლაგერფელდის ძლევამოსილებაში ეჭვი აღარავის ეპარება. დიზაინერი არა მხოლოდ ათეულობით კოლექციას ქმნის წელიწადში, არამედ პარიზის გრან-პალესაც აქცევს იდუმალებით მოცულ, ჯადოსნურ ტყედ, სადაც გაზაფხულის დასაწყისში ნამდვილ შემოდგომას აწყობს.

ლაგერფელდის ახალ კოლექციაში ისევ გამოჩნდა ტრადიციული ტვიდი და ბუკლეს პალტო, რომლებიც ოქროსფერმა ჩექმებმა, მასიურმა შარფებმა და ხელთათმანებმა მოჭრილი თითებით შეავსო. ტრანსფორმაცია განიცადა სმოკინგმა, რომელიც მოკლე პალტოდ იქცა, მკაცრმა ჟაკეტებმა და კოკო შანელის საყვარელმა კლასიკურმა პიჯაკმა ოთხი ჯიბით, კოლექსიის მეორე ნაწილში წარმოდგენილი მოდელების პრინტი კი, იდეალურად შეუხამდა ნეკერჩხლის წითელ-ყვითელ ფოთლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები