LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფალიაშვილზე მშენებლობის გამო მოძრაობა შეფერხდა – „შიშია მაინცდამაინც საჭირო, ერთმანეთს კიბო რომ არ დავმართოთ?“

100

ჟურნალისტი ლექსო ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების გამო სუნთქვა შეუძლებელია.

ლექსო წერს:

„ახლა ვარ ვაკეში, ფალიაშვილზე.

მშენებარე კორპუსში მუშებმა დაიწყეს ქვის დაჭრა ე. წ. „ბალგარკით“.

მტვრის ისეთი ბუღი დგას ქუჩაზე, წეღან მოძრაობა შეფერხდა.

გარშემო მდებარეობს ორი კაფე, ერთი სამრეცხაო, ერთი ჩინური რესტორანი და ორიც სამედიცინო ცენტრი, მათ შორის, ერთი ორსულთა კლინიკა „გინექსი“.

სადღაც ახლოს სკოლაც უნდა იყოს აშკარად, ბავშვები მოძრაობენ ბლომად.

ახლა რა მაინტერესებს – მაინცდამაინც ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს, რომ ქვა სველი წესით დავჭრათ?

სოროსის დაკვეთაა, მთელ უბანს სიკვდილისთვის რო იმეტებს მშენებელი?

თუ უბრალოდ არ გვინდა,.დავიჯეროთ, რომ როცა სწორად ვიქცეოდით, მაშინაც კაგებეს შიშით ვიქცეოდით?

შიშია მაინცდამაინც საჭირო, ერთმანეთს კიბო რო არ დავმართოთ?“

როგორც ჟურნალისტმა fortuna.ge-სთან საუბრისას განაცხადა, უკვე დარეკა მერიაში და მერიის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი იინფორმაცია მიაწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები