LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერსა“ და „მოდერნაზე“ მოთხოვნა არის, თუმცა „ასტრაზენეკა“ მესამე ადგილზეა: ეკატერინე ტიკარაძე

75
ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “ცალსახად ჩანს, რომ „ფაიზერსა“ და „მოდერნაზე“ მოთხოვნა არის, თუმცა „ასტრაზენეკა“ მესამე ადგილზეა”. მისი განმარტებით, ვაქცინაციისთვის პირველადი რეგისტრაციის პორტალზე მოქალაქეების აქტიურობა იძლევა საშუალებას, რომ მომდევნო ნაბიჯები სწორად დაიგეგმოს.

„პორტალმა ცალსახად აჩვენა, რომ „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებზე განსაკუთრებული სანდოობა და მოთხოვნაა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა ამავე დროს ვაკვირდებით, რომ მესამე ადგილას არის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რაც ცალსახად მიუთითებს ჩვენს სწორ გადაწყვეტილებაზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში “ასტრაზენეკას” 50 000-მდე დოზა თვის ბოლოს შემოვა