LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა: NCDC

68
ვაქცინა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. მათივე ინფორმაციით, ამ ადამიანებს ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვთ.

“ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო

“ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებული ვაქცინის მეორე დოზა.

გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.