Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ფაიზერის” შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც ფილერებს იყენებენ, შესაძლოა, იყოს გართულებები, ეს არაა სისტემური რეაქცია, ეს არაა ანაფილაქსია: თენგიზ ცერცვაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც ფილერებს იყენებენ, შესაძლოა, იყოს გართულებები, ეს არაა სისტემური რეაქცია, ეს არაა ანაფილაქსია: თენგიზ ცერცვაძე

185
1583948115-ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ფილერებს იყენებენ, “ფაიზერით” ვაქცინის აცრის შემდეგ შესაძლოა გართულებები აღენიშნებოდეთ. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

მისივე განცხადებით, ასეთი შემთხვევები ძირითადად მაშინ ვითარდება, როდესაც ფილერი ადამიანს ვაქცინის გაკეთებამდე, ცოტა ხნით ადრე აქვს გაკეთებული, ეს პერიოდი კი შესაძლოა იყოს ერთი, ორი კვირა, ან ერთი და ორი თვე.

ცერცვაძე ასევე განმარტავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ “რეაქციები ლოკალურია და ვითარდება იმ ადგილებში, სადაც ფილერია შეყვანილი. ეს არაა ანაფილაქსია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის”.

“ფაიზერის“ შემთხვევაში, არსებობს დადასტურებული მაგალითები, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერებს იყენებენ, შესაძლოა, იყოს გვერდითი მოვლენები, გართულებები. აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გვერდითი მოვლენები, ძირითადად, ვითარდება მაშინ, როდესაც ფილერი ვაქცინაციამდე მოკლე დროში, ერთი კვირის წინ, ერთი თვის, ორი თვის წინაა შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ ეს არაა სისტემური რეაქცია. ეს არაა ანაფილაქსია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. როგორც წესი, ეს რეაქციები ლოკალურია და ვითარდება იმ ადგილებში, სადაც ფილერია შეყვანილი. ძირითადად, ეს ვლინდება შეშუპებითა და ანთებითი მოვლენებით. ის ან თავისით გაივლის ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის ძალიან მოკლე კურსის შემდეგ, ეს გართულება უკვალოდ გაივლის. ამიტომ, ფილერების გამოყენება არანაირად არაა ჩვენება “ფაიზერის” ვაქცინით აცრისთვის“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები