LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაიზერის ორი დოზა “დელტა” შტამის წინააღმდეგ 88 %-ით ეფექტიანია: ახალი კვლევის შედეგები

160
1

ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ დღეს მორიგი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ფაიზერის”, ასევე “ასტრაზენეკას” ვაქცინებით ორჯერადად აცრა, ე.წ. “დელტა” შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

Reuters-ი  -ის წერს, რომ ახალი კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნული ვაქცინებით ორჯერადად აცრა, თითქმის ისეთივე ეფექტიანია ძლიერ გადამდები “დელტა” ვარიანტის მიმართ, როგორც მისი წინამორბედი შტამის, დომინანტი “ალფა” ვარიანტის წინააღმდეგ.

Al Jazeera, რომელიც ასევე ავრცელებს ცნობებს ახალი კვევის შესახებ, “ფაიზერის” ეფექტიანობის პროცენტულ მაჩვენებლსაც ასახელებს და წერს, რომ ეს რიცხვი “ფაიზერის” ორი დოზის მიღების შემთხვევაში 88%-ია, ხოლო “ასტრაზენეკას” ვაქცინით ორჯერადად აცრის შემთხვევაში – 67 %.

“ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინები ძალიან ეფექტიანია “დელტა” ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოში დომინირებს, და ეფექტიანია იმ პირობით, თუ პირს ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული.” – წერს გამოცემა.