LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს: ბიძინა კულუმბეგოვი

254
ბიძინა კულუმბეგოვი

„ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

“ბევრ მედიკამენტს წინასწარ მითითებული ვადა 50-დან 30%-მდე კომპანიას წინასწარ, ხელოვნურად აქვს შემცირებული. ეს ასეა, ფარმაკოლოგიის პრინციპი. – აცხადებს კულუმბეგოვი

“ვაქცინებს, რომლებსაც ვადა ვთქვათ 2021 წლის ნოემბრამდე ჰქონდათ – თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ. რომელსაც იანვრამდე – მარტამდე, შესაბამისად ეს საკითხი თვითონ კომპანიამ და ამერიკულმა ყველაზე ძლიერმა მარეგულირებელმა გადაწყვიტეს და ჩვენი ქვეყანა ამას დაექვემდებარება – განაცხადა იმუნოლოგმა