LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” ახალი კვლევა: ვაქცინა 5-დან 11 წლამდე მოზარდებშიც უსაფრთხოა და ძლიერ იმუნიტეტს ქმნის

83
1

ვაქცინების მწარმოებელი “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” კომპანიები მორიგი კვლევის წარმატებულ შედეგებზე საუბრობენ. კომპანიის განცხადებით, “ფაიზერის” კოვიდვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებში ძლიერ იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს.

კომპანია “ფაიზერის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ჯგუფში ვაქცინა უსაფრთხოა და უზრუნველყოფს ანტისხეულების ძლიერ პასუხს ვირუსის წინააღმდეგ.

მათივე განცხადებით, უახლოეს მომავალში აპირებენ კვლევის შედეგები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას გადაუდებელი გამოყენების დამტკიცებისთვის წარუდგინონ.

კვლევაში მონაწილეობა 5-დან 11 წლამდე ასაკის 2 268 მოზარდმა მიიღო. მათ ვაქცინის ორი დოზა 21 დღის ინტერვალით გაუკეთეს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ ცდისპირებში ვაქცინის კლინიკურმა გამოცდამ ვირუსზე იმუნიტეტის გამომუშავება აჩვენა მეორე და მესამე ფაზაში, რაც 16-დან 25 წლამდე ასაკის მოზარდებში მიღებულ შედეგებს ემთხვევა.

შეგახსენებთ, აღნიშნული კომპანიების განცხადებით,  ვაქცინის გამოცდას 2-დან 5 წლამდე და 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები