LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი: კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღა უკანასკნელი უნდა იყოს, რომელიც შეზღუდვებს გამოიწვევს

173

კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსის ცირკულირება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

საერთაშორისო გამოცემა „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ალბერტ ბურლამ ფრანგულ ტელეკომპანია BFM TV-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ვირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღა უკანასკნელი უნდა იყოს, რომელიც შეზღუდვებს გამოიწვევს.

ტელეკომპანიასთან საუბრისას „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეფექტურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები