LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს

66
ვაქცინაააა

„ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება და საშიშროებას ქმნის ე.წ. დელტა ვირუსიც.

„ფაიზერის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიქაელ დოლსტენმა განაცხადა, რომ მესამე „ბუსტერ“ დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების 5-10-ჯერ უფრო მაღალი დონე წარმოიქმნება, ვიდრე მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ. დოლსტენი თვლის, რომ „ბუსტერ“ დოზის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამერიკელებს, რომლებიც ორჯერ აიცრნენ, ვაქცინის დამატებითი დოზა ამ ეტაპზე არ სჭირდებათ. თუმცა, ისინი მზად არიან, განიხილონ დამატებითო დოზის ავტორიზაცია, თუ ამის მეცნიერულად დადასტურებული საჭიროება დადგება.