LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაიზერი 25%-ით, ხოლო მოდერნა 10%-ით გაძვირდა

175
c852b7ae1f0bf01f38290ab6b84482a2

კომპანიებმა ფაიზერმა და მოდერნამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს.

Financial Times-ის ცნობით, ორივე კომპანიის ვაქცინებმა დაამტკიცა საკუთარი ეფექტიანობა.

ფაიზერი 25%-ით გაძვირდა. ახლა ევროპულ ბაზარზე მისი ერთი დოზა 19,50 ევრო ღირს (ძველი ფასი 15,5 ევრო იყო).

Moderna-მ თავისი ვაქცინა დაახლოებით 10%-ით გააძვირა. ევროკავშირისთვის მიწოდების თაობაზე უკანასკნელ კონტრაქტებში მითითებულია, რომ ვაქცინის ფასი 25,50 დოლარია. პირველი შესყიდვის თაობაზე გარიგებისას მისი ფასი 22,60 დოლარი იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები