LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულია გამოჩნდა: გოლდენ სტეიტი დიდ ფინალში 2:0 დაწინაურდა

42

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” NBA-ს ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში “კლივლენდ კავალიერსს” უმასპინძლა და ანგარიშით 122:103 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით “უორიორსი” სერიაში 2:0 დაწინაურდა.

სასიხარულოა, რომ საკმაო უთამაშებლობის შემდეგ, გამოჩნდა ზაზა ფაჩულია, რომელმაც 3:27 წუთში 6 ქულა მოუტანა თავის გუნდს. ზაზამ 2-დან ერთი ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მან 2 მოხსნა (ერთი მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა კი სტეფ კარის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე 8 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
კარიმ 17 სამქულიანი მცდელობიდან ზუსტად 9 გამოიყენა. ამ რაოდენობის სამქულიანი ფინალური სერიის ერთ პაექრობაში ნბა-ს ისტორიაში არავის ჩაუგდია. სტეფმა ერთი შორეული ტყორცნით გააუმჯობესა რეი ალენის რეკორდი, რომელიც მან 2010 წელს “ბოსტონისა” და “ლეიკერსის” მატჩის მსვლელობისას აჩვენა.

კევინ დურანტმა 26 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა – 20.

ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ლებრონმა 29 ქულა, 13 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა.

მომდევნო მატჩი 7 ივნისს, კლივლენდში, ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება.

გოლდენ სტეიტი – კლივლენდი 122:103
(32:28, 27:18, 31:34, 32:23)

სერიის ანგარიში 2:0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები