LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FaceUp – სამმა თინეიჯერებმა ბულინგთან საბრძოლველად აპლიკაცია შექმნა

166
FaceUp

ჩეხური ქალაქის, ბრნოს ერთ-ერთი სკოლის უფროსკლასელებმა შექმნეს მობილური აპლიკაცია FaceUp, რომლის მიზანიც ბულინგთან ბრძოლაა. ახალი ტექნოლოგიის დახმარებით, სკოლაში უსამართლობის მნახველებს საშუალება ექნებათ, ანონიმური განაცხადი გააკეთონ. თანატოლთაგან დაჩაგრულები კი მიიღებენ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცენ შექმნილ სიტუაციაში.

მსოფლიოში ყოველი მეოთხე მოსწავლე ბულინგის მსხვერპლია, თუმცა, ჩეხეთში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია.

აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მოსწავლეების მშობლებს. მასში არის ჩატის ფუნქცია, რათა მოსწავლე მასწავლებელს პირდაპირ დაუკავშირდეს და დახმარება ან რჩევა სთხოვოს.

აპლიკაციის ავტორები ბულინგის მსხვერპლი თავადაც არაერთხელ გამხდარან და ახალი ტექნოლოგიის შექმნაც სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩეხეთში ასეთ პრობლემას მოსწავლეთა 57% აწყდება – ისინი თავად არიან დაჩაგრულები ან სხვის ჩაგვრას ამჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ბულინგის შემთხვევები უკანასკნელ 5 წელიწადში 8%–ით შემცირდა. თუმცა, პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. მაგალითად, მადრიდში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ავალდებულებენ, რომ ჩაგვრის შემჩნევისთანავე შესაბამის ორგანოებს ამცნონ.

რაც შეეხება FaceUp–ს აპლიკაციას, მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ათასობით მოსწავლე იყენებს, მათ შორის არიან სამხრეთ აფრიკის, პოლონეთის და აშშ–ს წარმომადგენლები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები