LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი გვერდი გააუქმა

415
Anti-US

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 418 ქართული ანგარიში გააუქმა. მიზეზად არაავთენტური ქმედება  სახელდება. როგორც სოციალური ქსელი განმარტავს , 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. ამისთვის ისინი შემდეგნაირ სახელწოდებებს იყენებდნენ: Daily Info, NewsHub.ge, TodayNews.ge და OnTime.ge.

გვერდების ადმინასტრატორები ძირითადად ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, მაღალჩინოსნებზე, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკაზე.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,”- წერია განცხადებაში.

გაუქმებული ანგარიშები მოიცავდა ისეთ გვერდებს, რომლებიც ფოკუსირებული სენსაციურ ახალ ამბებზე და მიმების გავრცელებაზე. გაუქმებული გვერდების გამომწერების რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 11 000-მდეც აღწევდა.

 

DFRLab-ის ცნობით,გაუქმებული ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციაზე.ამასთან, ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები