LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა პირველი ჯილდოები დაარიგა: საუკეთესო ახალგაზრდა მარსიალია

17

ანტონი მარსიალი – წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.
მარსიალი საუკეთესოდ Facebook Football-ის ვერსიით დაასახელეს. ეს დაჯილდოება პირველად გაიმართა. 20 წლის ფრანგმა სხვა ნომინანტებს აჯობა, რომელთა რიგებში იყვნენ როს ბარკლი, დელე ალი, რაჰიმ სტერლინგი, ექტორ ბელერინი და ერიკ დაიერი.

ჯილდოს მიღებისას ანტონიმ თქვა: ”მადლობა გულშემატკივრებს, ვინც Facebook-ზე ხმა მომცა. მიხარია, რომ პრემიერლიგაში ვთამაშობ, იმედია უფრო მეტს გავიტან”.

”მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ორი ფეხბურთელი – დავიდ დე ხეა და კრის სმოლინგი – ”წლის გუნდის” შემადგენლობაში მოხვდნენ. ”წლის კონტენტის” ჯილდო აიღო ”იუნაიტედის” ვიდეომ ”სერ ალექს ფერგიუსონი: მომზადება”.

Facebook Football-ის ჯილდოების სრული სია ასე გამოიყურება:

წლის მოთამაშე: რიად მაჰრეზი;

წლის ახალგაზრდა მოთამაშე: ანტონი მარსიალი;

წლის გუნდი: ლესტერი;

წლის მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი;

წლის კონტენტი: ”სერ ალექს ფერგიუსონი: მომზადება”.

წლის გუნდი: დე ხეა – ალდერვეირელდი, ჰუთი, სმოლინგი, ბელერინი – მაჰრეზი, პაიე, დელე ალი – კეინი, ვარდი, აგუერო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები