Facebook ენერგეტიკის სექტორში შესვლას გეგმავს – პოპულარული სოციალური ქსელი მზის ელექტროსადგურის აშენებას განიხილავს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ელექტროსადგური აშშ-ში, კერძოდ დასავლეთ ტეხასში აშენდება. რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, Facebook-ის მზის ელექტროსადგურის 379 მეგავატის სიმძლავრე ექნება. ეს მოცულობა სრულიად საკმარისიია იმისთვის, რომ ელექტროენერგიით უწყვეტ რეჟიმში 72 ათასი სახლი მომარაგდეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 416 მილიონ დოლარს შეადგენს.