Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა ამერიკის სხვადასხვა ქალაქში გადაღებული, კომპანიის იმ ოფისების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა ინტერიერის გასაფორმებაზე და შემოქმედებითი ატმოსფეროს შესაქმნაზე ადგილობრივმა მხატვრებმა იზრუნეს.
”ვფიქრობ, Facebook-ის ოფისებმა თანამედროვეობას, საზოგადოებას და ჩვენს პროდუქტს უნდა აუწყოს ფეხი. როცა ადამიანი ოფისში შედის, ის უნდა გრძნობდეს, რომ მას სამყაროს შეცვლა შეუძლია”, – აღნიშნა ცუკერბერგმა სოციალური ქსელში.
Facebook-ის პირველი ოფისი 2005 წელს გაიხსნა კალიფორნიის შტატის ქალაქ პალო-ალტოში. სამსართულიანი შენობის კედლები კალიფორნიელი მხატვრის დევიდ ჩოს გრაფიტით გაფორმდა, რომელმაც სამუშაოს სანაცვლოდ Facebook-ის აქციები მოითხოვა. 2008-ში კომპანიამ ნიუ-იორკში გახსნა ოფისი, რამდენიმე წელიწადში კი, პრაქტიკულად მთელი მსოფლიო დაიპყრო.