LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაბლეტი – Samsung Galaxy Note 7 ოფიციალურად გამოჩნდა

45

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში Galaxy S7-ისა და S7 Edge უკვე გამოჩნდა, კომპანია Samsung-მა ბოლომდე არ გვაჩვენა მისი ყველა ფლაგმანი. მწარმოებლის საფინალო აკორდი Note 7 იყო, რომლის ოფიციალური ფოტოები გუშინ გავრცელდა.

ევან ბლასსმა გამოაქვეყნა მოწყობილობის ოფიციალური ფოტოები. ტრადიციისამებრ, ინსაიდერებმა ფოტო Twitter-ის ოფიციალურ გვერდებზე განათავსეს.

Galaxy Note 7 შესრულებულია Samsung-ის უკანასკნელი ფლაგმანების სტილში: წინა და უკანა მხარეები გადაწყვეტილია მინისა და მეტალის მატერიალით.

რენდერზე არაა აღნიშნული ფრონტალური კამერისა და ლინზის მახასიათებლები.

Samsung-ი გამოუშვებს ფაბლეთს შავ, ვერცხლისფერ და ღია ლურჯ ფერებში. ფასები აღნიშნული ფაბლეტისა კი სტანდარტულად მაღალია. ევროპის მარკეტისთვის შეადგენს 799 ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები