Express Bank-ი მომხმარებელს აპრილში Express კრედიტის აქციას სთავაზობს. ის, ვინც 30 აპრილის ჩათვლით, პირველად ისარგებლებს Express კრედიტით ან Express საკრედიტო ბარათით, პირველი ერთი თვის განმავლობაში არ გადაიხდის სესხის პროცენტს. ამასთან, მომხმარებელს ვისაც არასოდეს ქონია Express Card-ი საჩუქრად მიიღებს მას.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, მომხმარებელს Express კრედიტით სარგებლობა მარტივად, საქართველოს მასშტაბით Express Bank-ის 114 სერვისცენტრში შეუძლია. Express კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი კი 700 ლარია.