დათუნა სირბილაძემ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი იმის შესახებ, მონაწილეობს თუ არა საახალწლო კონცერტში. მისი თქმით, ამის თაობაზე დღეს ბევრმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა.
„მოკლედ, ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა და მომწერა საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით (ვმღერი თუ არ ვმღერი, რა და როგორ.) მე არ ვღერი საახალწლო კონცერტზე, მაგრამ არანაირად არ ვთვლი, რომ ეს უნდა მეწყინოს ან რამეს დავაბრალო (სიები და მსგავსი). ეს ბუნებრივი პროცესია, პატარა ქვეყანა ვართ და ყველა მომღერალი ყველა გალაკონცერტზე ვერ იმღერებს. მე ვიმღერე თბილისობის გალაკონცერტზე მაგრამ სხვას არ უმღერია, ახლა სხვა იმღერებს ახალი წლის კონცერტზე და მე არ ვიმღერებ და ასე, ეს ბუნებრივი მოვლენაა და არც საწყენია, ჩემი აზრით და არც გასაბრაზებელი. გილოცავთ ყველას დამდეგ 2016 წელს))” – აღნიშნავს დათუნა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.