LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა “კომუნიკატორის” ეთერში დასახელდა

18

Midnight Gold – ამ სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე. შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულ კომპოზიციას ისინი ბერლინის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში – Red Bull STUDIOS ხვალიდან ჩაწერენ.

ხუთი სიმღერდან: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree – საუკეთესო გადაცემა “კომუნიკატორის” ეთერში დასახელდა. გამარჯვებული სიმღერა მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად, პროპორციული თანაფარდობით 50%-50%-ზე, ერთობლივად, გამოავლინეს.

საერთაშორისო ჟიური ოთხი პროფესიონალისგან შედგებოდა, ესენია: მარვინ დიტმანი – სცენოგრაფი, კრისტერ ბიორკმანი – პროდიუსერი, ევროვიზია 2016-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საშა ჟან-ბაპტისტი – რეჟისორი, ენდი მიხეევი – ჟურნალისტი, ექსპერტი.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს, ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61- ე კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები