LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიის“ გარშემო კვლავ უკმაყოფილებაა – „რა კრიტერიუმით შეარჩიეს ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz?“

41

მომღერალი თემო საჯაია ინტერესდება, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩია „პირველმა არხმა“ წელს „ევროვიზიაზე“ წარდსადგენი ჯგუფი და რატომ გააკეთა არჩევანი ნიკა კოჩაროვსა და მის ჯგუფზე.

შეგახსენებთ, ტელევიზიას კონკურსი არ გაუმართავს და დღეს დილით, პრესკონფერენციაზე პირდაპირ დაასახელეს ევროპული მუსიკალური კონკურსის ქართველი მონაწილეები. ერთადერთი, რაზეც კონკურსია გამოცხადებული, სიმღერის ავტორებს ეხებათ, ყველას შეუძლია დაწეროს უკვე არჩეული ჯგუფისთვის კონკრეტულ ჟანრში სიმღერა და შეიტანოს შესაბამისი განაცხადი ტელევიზიაში 8 იანვრამდე. ხუთ საუკეთესო სიმღერას აარჩევენ, შემდეგ კი გამარჯვებულს გამოავლენენ.

„2016 წლის „ევროვიზიის“  სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენენ. ხოდა გულწრფელად მაინტერესებს ( ყოველგვარი ზედმეტი რაღაცეების გარეშე ) ვინ გადაწყვიტა და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით,რომ ეს ჯგუფი უნდა წავიდეს. თანაც როგორც გავიგე, ჯერჯერობით სიმღერა არ აქვთ,სიმღერა ეხლა უნდა დაიწეროს და ამაზე ცალკე კონკურსი უნდა ჩატარდეს,ხოდა თუ სიმღერაც არ აქვთ,მაშინ რა პრინციპით აირჩა ეს ჯგუფი???“ – კითხულობს თემო საჯაია, რომელიც თავად არის ჯგუფ „ფორსმაჟორის“ შემადგენლობაში. მათ ახლახან კლიპიც წარუდგინეს მსმენელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები