LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზია 2024“-ზე ნუცა ბუზალაძე მეორე ნახევარფინალურ შოუში იმღერებს – ცნობილია, რომელი ქვეყნები იბრძოლებენ საქართველოსთან ერთად ფინალში მოსახვედრად

892
ფორტუნა (30)

„ევროვიზია 2024“-ის მასპინძელ ქალაქ მალმეში კონკურსის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს.

საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.

რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, სერბეთი, ლიეტუვა, ხორვატია, ირლანდია, სლოვენია, ისლანდია, ფინეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ავსტრალია, აზერბაიჯანი და მოლდოვა.

დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა – შვედეთი ავტომატურად მოხვდებიან ფინალში.

შვედეთს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას პირველ ნახევარფინალში შეეძლებათ ხმის მიცემა, ესპანეთს, იტალიას დ საფრანგეთს კი – მეორე ნახევარფინალში.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.

წყარო: 1 არხი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები