LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსასამართლოს წევრობის კანდიდატები სტრასბურგში გასაუბრებას დღეს გაივლიან

120
საქართველოს მიერ წარდგენილი ევროსასამართლოს წევრობის კანდიდატები სტრასბურგში გასაუბრებას დღეს გაივლიან. ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან გასაუბრება ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზეა ჩანიშნული.
პროცედურა სამეტაპიანი კონკურსის მეორე ნაწილია, რის შემდეგაც შერჩეულ ერთ ან 2 კანდიდატს კენჭს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან.
დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით არჩეული, ახალი მოსამართლე ეყოლება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები