Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დღეს ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას შეხვდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას შეხვდება

124
liliani

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს.

ლილიან მორი პასკიე თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. ის პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ასამბლეის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დღესვე ლილიან მორი პასკიე წეროვანში გაემგზავრება, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებს, ხოლო შემდეგ სოფელ ოძისში ჩავა და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებს.

ხვალ დაგეგმილია შეხვედრები მამუკა ბახტაძესთან და სალომე ზურაბიშვილთან.

ხვალვე საქართველოს პარლამენტში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სესია გაიხსნება, სადაც პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ევროსაბჭოს წარმომადგენელი სიტყვით გამოვლენ.

ლილიან მორი პასკიეს ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები