ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ასამბლეის პრეზიდენტი ვერც არჩევნების მეორე ტურით გამოვლინდა.
ხმის მისაცემი ბიულეტენი 191-მა დეპუტატმა აიღო, 121-მა კვიპროსის დელეგაციის ხელმძღვანელს სტელა კირიაკიდისს დაუჭირა მხარი, 69 დეპუტატმა ლიტვის წარმომადგენელ ემანუელის ზინგერისს მისცა ხმა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.
პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 152 ხმა. სხდომის თავმჯდომარემ, როჯერ გეილმა, მესამე ტურის ჩატარების შესახებ განაცხადა, რომელიც სამშაბათს დილით გაიმართება. ასამბლეის პრეზიდენტის პოსტს სწორედ კვიპროსის დელეგაციის ხელმძღვანელი დაიკავებს.
სამი დღის წინ ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტიმ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თანამდებობა პირადი მიზეზების გამო დატოვა.