LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, მაჩალიკაშვილის და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეებს შევისწავლით“ – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

136
თემირლან მაჩალიკაშვილი

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ სიუჟეტს, სადაც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციით მაჩალიკაშვილი და სხვების საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელახალი გამოძიების დაწყება დაევალა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მოერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი.

იუსტიციის სამინისტრო: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ დაკავებისას მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რა დროსაც მის მიმართ გასროლა განხორციელდა

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც სხვა საქმეებთან ერთად გაერთიანებულია გადაწყვეტილებები „მაჩალიკაშვილის და სხვების” და “ოჩიგავას“ სარჩელებთან დაკავშირებით.

კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქმის მასალებსა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არ ცნო არსებითი დარღვევა და პროცედურულ ნაწილში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება ოჩიგავას საქმეს, 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წელს ციხის თანამშრომლების მიერ ოჩიგავას მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) არსებით და პროცედურულ დარღვევას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ზემოხსენებულ რეკომენდაციებში დადებითად შეფასდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ყველა განმცხადებელს და პოტენციურ დაზარალებულს საქმის მასალებთან წვდომისა და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, ასევე დადებითად შეფასდა სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების ფაქტი“, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა – რა წერია დოკუმენტში

🔈სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად ,,ცინცაბაძის ჯგუფის“…

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on ოთხშაბათი, 20 მარტი, 2024

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პარლამენტმა მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო

გამოძიებამ ოჯახს თემირლან მაჩიკაშვილის პირადი ნივთები 1.5 წლის შემდეგ დაუბრუნა

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები