ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა და საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
“დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ევროკავშირი ალექსეი ნავალნის დაკავებას გმობს და ამ პოზიციის ერთგული რჩება. რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის”- წერს შარლ მიშელი.
ევროსაბჭოს ხელმძღვანელი მიმართვაში ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა დროულად დაიწყოს გამჭვირვალე გამოძიება ნავალნის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა და ის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. მეორე დღე მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ნავალნის გათავისუფლებისკენ რუსეთს მოუწოდებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილი.
23 იანვარს კი დაგეგმილია ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში.