LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტაციის არ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო

168
ევროსაბჭო

ევროსაბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტაციის არ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტაციას, რაც ნიშნავს, რომ მისი მფლობელი ვერ მიიღებს ვიზას და ვერ გადაკვეთს შენგენის ზონის საზღვრებს.

“ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეცნო საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„რუსეთს მისი სისასტიკეების ფასის გადახდას ვაიძულებთ“ – ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის

რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირდა: ოლაფ შოლცი

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგები შეიძლება გრძელვადიანი პროცესი იყოს – ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას: ვლადიმერ პუტინი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები