LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის სხდომა დატოვა

148

პარლამენტის სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, “ევროპულმა საქართველომ”, შემდეგ კი “ნაციონალურმა მოძრაობამაც” დატოვა.

სხდომის დატოვებამდე დეპუტატებმა პოლიტიკური ხასიათის განცხადებები გააკეთეს და ხელისუფლება ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებაში დაადანაშაულეს.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკონსტიტუციო პროექტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ.