Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ევროპული სკოლის” მოსწავლე ნიკა ბეჟუაშვილი სწავლას კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული სკოლის” მოსწავლე ნიკა ბეჟუაშვილი სწავლას კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელებს

168
Untitled design (5)

ევროპული სკოლის მოსწავლე, ნიკა ბეჟუაშვილი სწავლას კოლუმბიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის მიმართულებით გააგრძელებს.

ნიკა ბეჟუაშვილის მიმართვას თავად ევროპული სკოლა ავრცელებს. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველი მოსწავლე ცხრა საუკეთესო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მან კი არჩევანი კოლუმბიის უნივერსიტეტზე გარკვეული ფიქრის შემდეგ შეაჩერა:

“მადლიერი ვარ, რომ ჩავირიცხე ცხრა საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს. გარკვეული ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განვაგრძო.

ეკონომიკაზე არჩევანის შეჩერება შედარებით გამიადვილდა. ვფიქრობ, მომავალ პროფესიაზე აზრის ჩამოყალიბებაში დამეხმარა სკოლის კურიკულუმი, AP საგნები და საზაფხულო პროგრამები სტენფორდსა (ID Tech Camp) და ჰარვარდში (სადაც ჰარვარდის პროფესორები მასწავლიდნენ მაკროეკონომიკასა და Real-World ეკონომიკას).

AP მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა კარგი დასაწყისი იყო. შემდეგ AP ფსიქოლოგიაც გავიარე, რომელმაც ინტერესი გამიჩინა ქცევითი ეკონომიკის მიმართ.

კოლუმბიის სასწავლო პროგრამისთვის კარგად მომამზადა ისეთმა AP საგნებმა, როგორიცაა საზოგადოებრივი გეოგრაფია, მსოფლიოს ისტორია, შედარებითი პოლიტიკა, AP სემინარი და აშშ-ის ისტორია. რაც შეეხება მათემატიკურ მოდულებს, ჩაბარებული მაქვს AP კალკულუს AB და ახლა ვსწავლობ AP კალკულუს BC-ს, AP სტატისტიკასა და AP კომპიუტერულ მეცნიერებას. ვფიქრობ, Ivy League განათლების გამოწვევებისთვის მზად ვარ.

მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო მრჩეველსა და სკოლის მთელ საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში ჩემი მხარდაჭერისთვის”, – წერს ნიკა ბეჟუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები