LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

77

„ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლად უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები.

” ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავზე მოირგო ყველა ის მანკიერება, რაც სისტემაში არსებობდა და საკუთარ საყრდენად აქცია სასამართლოს სწორედ ის წარმომადგენლები, რომლებიც წარსულში ხელისუფლების მიმართ უპირობო ლოიალობით გამოირჩეოდნენ. ასევე, სწორედ, ამ პირთა აქტიური მონაწილეობით განახორციელა პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა და თავისუფალ მედიაზე შეტევა. სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებას ცხადად ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენასი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება „რუსთავი 2“-ის საქმეზე. პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულმა კანონებმა ვერ შეცვალა არსებული რეალობა და სასამართლო ხელისუფლება კვლავ რჩება ძლიერი კლანური გავლენების ქვეშ. ამას ცხადყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები, სადაც სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით ხდება თანამდებობების გადანაწილება და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მათ შორის იმ პირების, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის დასაყრდენს წარმოადგენენ სასამართლო სისტემაზე კონტროლის განსახორციელებლად. შემაშფოთებელია სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის დაბრუნების შესახებ გავრცელებული ცნობები, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ სახელწიფოსთან დაკავშირებულ ბიზნეს დავებს შეეხება”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიები მიიჩნევენ, რომ სასამართლო ხელისუფლებასუნდა  ჩამოშორდეს ყველა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია საზაგოდოების ნდობა და მიიჩნევიან ხელისუფლების საყრდენად სასამართლო სისტემაზე კონტროლის განხორციელებისთვის ; ასევე ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავროებისა და ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნას სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოამზადებს არსებით რეფორმას, რათა განვითარდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემას.