LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება

69

ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის გამართული დებატების ნახვის შემდეგ, საზოგადოება არჩევნებისთვის უფრო გააქტიურდება და დავით ბაქრაძის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

„რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ დებატებში მონაწილეობას. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს დათო ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, რომ ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსით არ მოიგოს ეს არჩევნები და მით უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას, რომ ის გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები დებატებზე გამოიწვია.მან თავის მოწინააღმდეგეებს „შავი ძალები“ უწოდა და განმარტა, რომ მის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფების ფონზე წესით დებატებს არ უნდა თანხმდებოდეს, მაგრამ ის პატივს სცემს ამომრჩევლებს და მზად არის დებატების ფორმატში “საკუთარი სიმართლე დააფიქსიროს”. ამასთან სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ოპონენტებთან დებატები ნეიტრალურ სივრცეში უნდა შედგეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები