LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო“ ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

161

„ევროპულმა საქართველომ“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში უკვე დაიბარა, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრები პარლამენტში უნდა მივიდნენ და ახსნან იმ ბრძანების მიზეზი, რომელიც ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირებას კრძალავს.

„არგუმენტი ჯერ არ არსებობს. ერთადერთი რაციონალური ეჭვი არის ის, რომ ამის უკან დგას უბრალოდ კორუფცია და ამიტომ ამ ადამიანებს ართმევენ ლუკმა-პურს. ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება უნდა გაუქმდეს. მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში, შეხვდეს „ევროპულ საქართველოს“ და აუხსნას თავის ქმედების მიზეზები,“ – განაცხადა დეპუტატმა.

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ხორბლის იმპორტიორები საპროტესტო აქციას, რომელიც დღესაც გრძელდება, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც შეუერთდა. არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრი ბრძანება კონკურენციის შესახებ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის და მისი ბათილად ცნობის მიზნით სასამართლოს მიმართავს.

ხორბლის იმპორტიორები მთავრობას, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და გადაწყვეტილების შესაცვლელად ორდღიან ვადას აძლევენ. საპროტესტო აქცია მათ გუშინ დაიწყეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები